ProWord
თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?
დახსნილი იყო, რათა ემსახურა!
'ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.' (იოანეს 12:26).
მსახურები უფალს მიყვებიან: 'ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს...'
უფალმა იესომ აშკარად ბრძანა, რომ მსახურები ბატონს უნდა მიყვნენ! მსახურს არანაირი უფლება არ აქვს უკარნახოს თავის ბატონს, თუ რა გააკეთოს. იესოს რომ გავყვეთ, სულიწმიდით უნდა ვიწინამძღოლოთ, ვაკეთოთ არჩევანი მისივე სიბრძნით და უფლისათვის ვიცხოვროთ; შევასრულოთ ის, რასაც უფალი გვიბრძანებს!
ახალ აღთქმაში სიტყვა 'მსახური' წარმოდგენილია ბერძნული სიტყვით 'დოულოს' , რაც მონას ნიშნავს. ხანდახან ის გამოყენებულია 'დიაკონოს' მნიშვნელობით, რაც დიაკვანზე ან მსახურზე მიგვითითებს. ეს არ არის შეცდომა, რადგან ორივე სიტყვა 'დოულოს' და 'დიაკონოს' სინონიმები არიან. ორივე სიტყვა აღწერს ადამიანს, რომელიც არ არის თავისუფალი პიროვნება, არამედ თავისი პატრონის საკუთრებაში იმყოფება. ჩვენ შეძენილები ვართ, რათა ვემსახუროთ ჩვენი უფლის საჭიროებებს.
რა სამსახური დაავალა უფალმა იესომ თავის მსახურებს? როგორც თვით უფალმა ბრძანა, მას რომ ვემსახუროთ, მის მიმდევრებს უნდა მოვემსახუროთ. მთელი გულით უნდა გვსურდეს იმის შესრულება, რაც მართლაც საჭიროა, რაოდენ რთულად არ უნდა მოგვეჩვენოს და რა არასაპატიოც არ უნდა იყოს ჩვენი მათდამი დახმარებისათვის გაწეული მსახურება.
მსახურები იქ იმყოფებიან, სადაც უფალი მოღვაწეობს... 'სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება.'
'მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ'. (იოანეს 5:17). 'ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.' (ეფესელთა 2:10).
ღმერთი წუთისოფელში მუშაობს! ჩვენ შეგვიძლია და ვიქნებით კიდევაც ჩართული იმ საქმეებში, რომლებსაც ღმერთი ასრულებს. მსახურება არ არის გათვლილი მხოლოდ ხუცესებისთვის ან ადამიანებისათვის, რომლებმაც სასულიერო სემინარია დაამთავრეს. თუ ჩვენ დაველოდებით ან დავეყრდნობით მხოლოდ ამ ჯგუფს, ძალიან მცირე შედეგებს მივაღწევთ.
მსახურებს თვით ღმერთი მიაგებ პატივს "... ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა."
თუ ჩვენ სიხარულით, აღვრთოვანებით და ენთუზიაზმით ვემსახურებით უფალს, თვით მამაღმერთი მიგვაგებს პატივს. ვერანაირი მიწიერი პატივისცემა შეედრება მამა ღმერთისგან მიღებულ პატივისცემას. ვინც უფალს ემსახურება, მას პატივს მიაგებს ღმერთი.
ცნობილმა ვიოლონჩელის დამკვრელმა ოსტატმა პაგანინიმ თავისი ვიოლინო ქალაქ გენუეს უანდერძა იმ პირობით, რომ მასზე აღარასოდეს დაუკრავდნენ. თუ ასეთ ინსტრუმენტს გამუდმებით ხმარობენ, მისი ხის მასალა მხოლოდ ოდნავ ზიანდება, ხოლო თუ ინსტრუმენტს გადადებენ და არ გამოიყენებენ, ის უვარგისი ხდება. დღეს პაგანინის მშვენიერი ვიოლონჩელი ხოჭოებით არის დაჭმული და უვარგისია. ის მხოლოდ რელიქვიად შეიძლება გამოდგეს. ქრიატიანის მიერ მსახურებაში მონაწილეობის მიღების უარყოფამ შეიძლება გაანადგუროს მისი სასარგებლო თვისებები.
მსახურები უფალს მიყვებიან! მსახურები იქ იმყოფებიან, სადაც უფალი მოღვაწეობს! მსახურებს თვით ღმერთი მიაგებს პატივს!
ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)