თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

იესოს ფერხთით ყოფნა

1. ცოდვების პატიება  /ლუკას სახარება 7:38/

მიუხედავად იმისა, რომ ფარისეველმა იესო შინ მიიწვია, ის იესოს "ფერხთით არ იმყოფებოდა". ფარისეველს არა "იესოს ფერხთით", არამედ  მასთან მაგიდასთან გვერდი-გვერდ ჯდომა სურდა. ხოლო ქალმა არ მოიპატიჟა იესო თავის სახლში (შესაძლოა, მას სახლიც კი არ ჰქონდა), მაგრამ მან იცოდა თავისი უდიდესი პრობლემის შესახებ. ეს პრობლემა კი ცოდვაა. ქალმა იცოდა, რომ ესაჭიროება ხსნა. მან თავისი ცოდვები იესოს ფერხთით მიიტანა.

უფალი იესო - ღმერთია, რომელსაც ძალუძს ცოდვების მიტევება!

 

2. ჭეშმარიტი სწავლება / ლუკას სახარება 10:39/

მარიამს ესმოდა, რომ მას ჭეშმარიტი სწავლება სჭირდებოდა. მართალია მართამ დაპატიჟა უფალი იესო მათ სახლში ბეთანიაში, მაგრამ მარიამმა იესოს ფერხთით ჯდომა აირჩია. რამე რომ გაიგო,  მასზე ყურადღების გამახვილება გესაჭიროება. მარიამმა არ მიიწვია იესო სახლში,  და ეს სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ მან თავისთვის საუკეთესო ადგილი აირჩია - იესოს ფერხთით ყოფნა! და ეს მისთვის "უკეთესი წილი" იყო (ლუკა 10:42).

უფალი იესო - ჭეშმარიტების ღმერთია, რომელიც გვიცნობს ჩვენ და რომელსაც ძალიან ვუყვარვართ!

 

3. ნუგეში /იოანეს სახარება 11:32/

მარიამის ძმა გარდაიცვალა. მაგრამ ის არ გაიქცა სამარხთან, როგორც იუდეველებმა იფიქრეს. მარიამს ესმოდა, რომ ხალხისგან, რომელთაც ასევე უამრავი პრობლემა  აქვთ, ნუგეშს ვერ მიიღებს. მან უკეთესი ადგილი აირჩია - იესოს ფერხთით ყოფნა. მხოლოდ იესოს შეუძლია ნამდვილი ნუგეშისცემა ჩვეთვის. მარიამის ბოღმა და ტკივილი იესომ სიხარულზე შეცვალა.

უფალი იესო - ღმერთია, რომელიც სირთულეების დროს ჩვენზე ზრუნავს!

 

4. ბავშვის სიცოცხლე /ლუკას სახარება 8:41/

შვილის განუკურნებელმა ავადმყოფობამ აიძულა იაიროსო მისულიყო იესოსთან. მან იესო ნახა და მის ფერხთით დაემხო. მამას ესმოდა, რომ სხვას არავის შეუძლია მისი შვილისთვის სიცოცხლის დაბრუნება. იაიროსის მაგალითი გვიმტკიცებს ჭეშმარიტებას, რომ უფლის გარეშე ბავშვები სულიერად კვდებიან, იღუპებიან ცოდვებში. ცხოვრებაში ყველაზე მეტად - მშობლების სიყვარულზე, ჰაერზე, სახლზე, ტანსაცმელზე და კვებაზე მეტად -  ბავშვებს სჭირდებათ უფალი იესო. იაიროსმა იცოდა, ვისთან უნდა მოეტანა თავისი mწუხარება - შვილის განუკურნებელი ავადმყოფობა.

უფალი იესო - ღმერთია, რომელსაც ყველა ბავშვისთვის სიცოცხლის მიცემა სურს!

 

5. მადლიერება /ლუკას სახარება 17:16/

ერთხელ უფალ იესოს ათი კეთროვანი კაცი შეხვდა. ათივემ განიცადა ღვთის წყალობა და სიყვარული. ისინი განიწმინდნენ დაავადებისგან და განთავისუფლდნენ სიკვდილის ბორკილებისგან. ახლა მათ შეეძლოთ მათთვის მიღებულ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ მხოლოდ ერთმა მათგანმა, წარმოშობით სამარიელმა, აღიარა თუ ვის უნდა უმადლოდეს განკურნების გამო. სამარიელი დაბრუნდა და პირქვე დაემხო იესოს ფერხთით, რომელიც იმით კი არ იყო გაოცებული, რომ მხოლოდ ერთი განკურნებული დაბრუნდა, არამედ იმით, რომ დანარჩენმა ცხრამ არ ისურვა მოსვლა. სამარიელმა ორმაგი განახლება მიიღო: ფიზიკური და სულიერი.

მადლიერება იყო მისი სულიერობის მაჩვენებელი.

უფალი იესო - ღმერთია, რომელიც იმსახურებს მადლიერებას!

 

6. შიშის ძლევა /გამოცხადება 1:17/

იოანე მოციქულმა უფალი იესო თავის დიდებაში რომ იხილა, ძალზე შეშინდა. ის იცნობდა უფალს, დადიოდა მასთან ერთად, ესწრებოდა მის სწავლებას, ფიზიკურადაც კი ეხებოდა მას. მაგრამ როდესაც უფალი იესო თავის დიდებაში გამოეცხადა, იოანე მიუხედავად მისი ასაკისა, მკვდრეთით დაეცა უფლის ფერხთით! მან კარგად იცოდა, რომ უფალი იესო არის პირველი და უკანასკნელი. გაჩუმდა, რათა უფალს ესაუბრა. იოანე მოციქული იმ ადამიანის საუკეთესო მაგალითია, ვინც უფალ იესოს თავისი ცხოვრება მიუძღვნა. ის მიხვდა, რომ უფალი იესოს ფერხთით ყოფნა მსოფლიოში საუკეთესო ადგილისამყოფელია.

უფალი იესო ღმერთია, რომელიც ჩვენი ცხოვრების მიძღვნას და ჩვენგან ყოველგვარ დიდებას იმსახურებს!

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).