თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

იმედგაცრუების დროს ღვთისაგან გამხნევება გვესაჭიროება

ებრაელთა 10:23,35 - ყველა ღვთის შვილებს ესაჭიროება გამხნევება!

 

1. ისაკს ესაჭიროებოდა გამხნევება: "მე გაკურთხებ იმ ქვეყანაში, სადაც  შიმშილი გაბატონდა!"

და გამოეცხადა მას (ისაკს) უფალი და უთხრა: "ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დარჩი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.ხიზნობდე იმ ქვეყანაში, და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს თესლს მოგცემთ მთელ ამ ქვეყანას, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაშენს." (დაბადება 26:2-3)

(დაბადება 26:12-13)

როდესაც ისაკი საკვების უკმარისობას წააწყდა, ღმერთმა უბრძანა მას არ გაქცეულიყო ეგვიპტეში, არამედ დარჩენილიყო იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდა. ღმერთი შეპირდა ისაკს, რომ აკურთხებდა მას იქ, სადაც იმყოფებოდა. და ღმერთმა განადიდა ისაკი იმ მიწაზე: როდესაც ის თესავდა, მოსავალს ასმაგად იღებდა. ისაკი უფრო და უფრო მაღლდებოდა, სანამ არ გამდიდრდა.

ღმერთს ასევე შეუძლია ჩვენი კურთხევა იმ სფეროებში, სადაც სირთულეებს, გაჭირვებებს და ტკივილს ვაწყდებით. თუმცა, შესაძლოა, ჩვენ გაქცევა გვინდა იქიდან, სადაც ტკივილს და მუქარას ვუპირისპირდებით.

ღმერთი შეგვპირდა, რომ თავის ძალას თავისი შვილების მხარეზე გამოაჩენს, რათა დავძლიოთ ყოველგვარი სირთულეები და სულიერ ბრძოლაში გამარჯვებულნი ვიყოთ.

 

2. რახელი: "და გაიხსენა ღმერთმა რახელი!"

"და გაიხსენა ღმერთმა რახელი და ისმინა ღმერთმა მისი ვედრება და გახსნა მისი საშო." (დაბადება 30:22).

რახელი დიდი ხნის მანძილზე ბერწი იყო. მას ეგონა, რომ ღმერთს ის აღარ ახსოვდა. ყველა დანარჩენი შვილებს ერთი მეორეს მიყოლებით აჩენდნენ. რახელი ერთადერთი ღმერთისგან მიტოვებული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როდესაც ეს ასე ეგონათ, საღვთო წერილი ამბობს, რომ " გაიხსენა ღმერთმა რახელი!" რახელი არ იყო ღმერთისგან დავიწყებული! ღმერთმა გაიხსენა ის და ისმინა მისი ვედრება. მან რახელი სირცხვილს ააშორა, და რახელმა  შვა ძე, სახელად იოსები. რახელის ძე იოსები, სხვა შვილებთან შედარებით, ღმერთის მიერ უფრო განდიდებული იყო. იოსებს ბრწყინვალე მომავალი ელოდებოდა და ის ეგვიპტის პრემიერ მინისტრი გახდა. რახელი თავის კურთხევას დიდხანს ელოდა, მაგრამ როდესც მიიღო, ის ყველაზე უჩვეულო და აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა.

ხანდახან ჩვენ გვგონია, თითქოს, ღმერთმა დაგვივიწყა, ხოლო სხვები კი მისგან კურთხევას განუსაზღვრელად ღებულობენ. მაგრამ ღმერთი, რომელმაც რახელი გაიხსენა, ჩვენც აუცილებლად გაგვიხსენებს და ისეთი კურთხევით დაგვასაჩუქრებს, რომელიც ყველაზე განსაკუთრებული იქნება. ეს კურთხევა ჩვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს.

ჩვენ გული არ უნდა გავიტეხოთ, არამედ იმედით უნდა ველოდოთ ღმერთისგან ჩვენთვის მომზადებულ კურთხევას.

 

3. იაკობი: " ვხედავ  ყველაფერს, რასაც ლაბანი გიკეთებს შენ."

" რადგან ვხედავ  ყველაფერს, რასაც ლაბანი გიკეთებს შენ."  (დაბადება 31:12).

(დაბადება 31:6-7,12,41)

იმის შემდეგ, რაც იაკობი ოცი წლის განმავლობაში ლაბანისგან არაკეთილსინდისიერ მოქმედებებს ითმენდა, ღმერთმა უთხრა მას, დაბრუნებულიყო მამამისის სახლში. უფალმა უთხრა იაკობს: " ვხედავ  ყველაფერს, რასაც ლაბანი გიკეთებს შენ." მან გაანთავისუფლა იაკობი ლაბანისგან. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ლაბანი არაკეთილსინდისიერად ეპყრობოდა იაკობს, უფალმა ეს ყველაფერი იცოდა. ღმერთი ხედავდა ლაბანისაგან იაკობის წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობას და ზეწოლას, და თავის დროზე ჩაერია და გაანთავისუფლა იაკობი.

ღმერთი იცის ყველაფერი, რაც უნდა გადავლახოთ მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე; იცის ჩვენი ტკივილის და სიმწარის მიზეზები. ჩვენ არ უნდა გავიტეხოთ გული ფიქრებით, რომ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვების შესახებ.

ღმერთმა იცის ჩვენს წინაამღდეგ ჩადენილი უსამართლობის და არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შესახებ. თავის დროზე ის ჩაერევა და გაგვანთავისუფლებს მჩაგვრელებისგან და ბოროტი ადამიანებისაგან.

 

4. ელია: "შენ ჯერ კიდევ შორი გზა გელის!"

თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, და მივიდა ერთი ბელეკონის ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა, სიკვდილი ინატრა და თქვა: "ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული..."

მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: "ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს." (3 მეფეთა 19:4,7).

3 მეფეთა 19:1-7, 15-16; 4 მეფეთა 2:1,11.

როდესაც იზებელი შეეწინააღმდეგა ელიას და შედეგად ელიას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, თავი ნაღველს მისცა და თავის ლოცვაში სიკვდილი ინატრა. უფალს უთხრა: "საკმარისია, ნება მიბოძე მოვკვდე". მას ეგონა, რომ მისთვის სიკვდილი სიცოცხლეს სჯობდა. თავისი არსებობისთვის ვერანაირ მიზანს ვერ ხედავდა. ვერც კი აღიქვამდა, რომ უფალს ჯერ კიდევ სამუშაო ჰქონდა მისთვის.

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).