თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

ლოცვა ქვესკნელიდან (ჰადესი)

ლუკა 16:19-31

იუდა 22-23

1 კორინთელთა 16:15

 

რას წარმოადგენენ მისიები?

მისიები წარმოადგენენ სრულიად მიძღვნილ მსახურებას, რათა სხვებმა მოისმინონ სახარება!

რაოდენ დიდია ჩემი სურვილი, დავემორჩილო ღმერთს, რათა ვიღონო ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია, რომ ჩემს გარშემომყოფ ადამიანებს გაუჭირდეთ ჯოჯოხეთში წასვლის არჩავანის გაკეთება?

რაში გამოიხატება ჩემი მისია?

ვარ მე გამოგზავნილი? ავიღე სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ღმერთმა დამავალა?

რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები აქტიურები მისიებში?

 

1. ორი უმნიშვნელოვანესი კითხვა

ადამიანის შეკითხვა ბიბლიაში: "განა მე ჩემი ძმის დარაჯი ვარ?" (დაბადება 4:9).

ეს კითხვა დასვა კაენმა, რომელმაც თავისი გამართლება სცადა.

მეორე მნიშვნელოვანი კითხვა: "ვინ არის ჩემი მოყვასი?" (ლუკა 10:29).

მწიგნობარმა არ იცოდა, თუ ვინ იყო მისი მოყვასი.

ყოველმა ქრისტიანმა უნდა დასვას ეს ორი კითხვა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მათზე პასუხის გაცემა.

 

2. ექსკურსია ქვესკნელში - ლუკა 16:19-31

ქვესკნელი სავსეა ადამიანებით, რომლებიც გლოვობენ, იმის გამო, რომ არ ჰყავთ მისიონერები. ქვესკნელი იმ ადამიანების შეგროვების ადგილია, რომლებმაც უარყეს ღმერთი და წააწყდნენ უღმერთოდ გასატარებელ მარადისობას. მათ გაიგეს საიქიო სამყაროს რეალობა, მაგრამ მარადიულად უღმერთოდ ყოფნა მოუწევთ.

უამრავი ქროსტიანი კითხულობს ბიბლიას და ლოცულობს: "მე წარმგზავნე!" მაგრამ კვლავ არაფერს აკეთებენ მისიებისთვის და კმაყოფილდებიან თავისი ზერელე ცხოვრებით. მათ არ აწუხებთ ის რეალობა, რომ უამრავი ხალხი ჯოჯოხეთში მიდას. თუ რჩება აქტუალური მაკედონელების მოწოდება მოციქულთა საქმეებიდან21-ე საუკუნეს ქრისტიანებისათვის?

 

3. სტატისტიკა

სტატისტიკის თანახმად, მისიებში დაკავებულია ქრისტიანების მხოლოდ 3%.

ქრისტიანები მეტ ფულს თავისი შინაური კატების და ძაღლების კვებისთვის ხარჯავენ, ვიდრე მისიებისთვის სწირავენ.

ნუთუ ეს გასაკვირია, რომ უფრო მეტი ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში?

სახარებისეული ეკლესიის ბევრ წევრს მოკლედაც კი არ შეუძლია დამოწმება უფალ იესო ქრისტეზე.

ბიბლია მსოფლიოში ყველაზე წაკითხვადი წიგნია, მაგრამ ქრისტიანების უმეტესობა კვირაში სამ თავზე მეტს არ ჯითხულობს.

 

4. ხედვა

ზოგი ქრისტიანი იმდენად გახარებულია სამოთხეში მოხვედრით, რომ ავიწყდებათ ისინი, ვინც დაადგნენ ჯოჯოხეთის გზას. ქრისტიანებს ესაჭიროებათ ჯოჯოხეთზე სწორი ხედვა. ეს ხედვა მოგვეხმარება საერთო ლოცვაში, მარხვაში და სიცოცხლის მიძღვნაში დაკარგულების გადასარჩენად. დაკარგულთათვის ხედვა უნდა დაიწყოს ქრისტიანების ოჯახებიდან და უნდა მოიცავდეს ჩვენს ჯიბეებს და საბანკო ანგარიშებს.

თუ მე ვერ მივდივარ, ვინმე უნდა გავაგზავნო.

სიმართლეში უდიდესი მოთხოვნილებაა ლოცვა. ჩვენ გვესაჭიროება "ლოცვითი მენტალიტეტი", რომელიც დაკარგულია დღევანდელ ეკლესიებში.

არის თუ არა მისიები მნიშვნელოვანი საქმეები ჩვენს ცხოვრებაში, თუ ჩვენთვის უფრო მისაღებია ჩვენთვის აშენებულ მერყევი ეკლესიის კედლებს შევაფაროთ თავი?

 

5. წუთისოფლის მდგომარეობა

დღევანდელ დღეს მცხოვრები ყოველი 100 ადამიანიდან, 60-ს არასოდეს სმენია უფალი იესო ქრისტეს შესახებ.

მათგან 70 ადამიანის კანის ფერი თეთრი არ არის.

57 არიან აზიის ქვეყნებიდან.

21 ევროპელია.

70 კითხვა არ იციან.

50 იძინებს შიმშილის გრძნობით.

1-ს შეუძლია იამაყოს თავისი განათლებით.

40 არის სახარების მისაღებად მზადმყოფი ბავშვები.

6-ს ეკუთვნის მსოფლიო სიმდიდრის 50%.

3 სიკვდილის პირას იმყოფებიან, შესაძლოა დღესაც.

ამ სტატისტიკას აზრი ეკარგება, თუ ჩვენ არ ვისმენთ სულიწმიდის ხმას! მას ჩვენი მეშვეობით მოქმედება სურს!

 

6. ღმერთის გეგმა ქრისტიანების მიმართ

მეტი ლოცვა და მონაწილეობის მიღება მისიებში.

თავის თავს უნდა დავუსვათ შემდეგი კითხვები:

როგორი იქნებოდა ჩვენი ეკლესია, თუ მისი ყველა წევრი ჩემსავით იაქტიურებდა?

როგორი იქნებოდა ჩვენი ეკლესია, თუ მისი ყველა წევრი იმდენს გასცემდა, რამდენსაც გავცემ მე?

როგორი იქნებოდა ჩვენი ეკლესია, თუ მისი ყველა წევრი იმდენს ილოცებდა, რამდენსაც მე ვლოცულობ?

შემიძლია კი მეტის გაკეთება?

შემიძლია კი მეტის გაცემა?

შემიძლია კი მეტი ვილოცო?

იფიქრეთ მათზე, ვისაც სამოთხეში შეხვდებით; მათზე, ვისაც დაუმოწმეთ უფალი იესო ქრისტეს შესახებ და მიუთითეთ ერთადერთ მხსნელზე.

თუ თქვენ არა, მაშინ ვინ?

თუ აქ არა, მაშინ სად?

თუ ახლა არა, მაშინ როდის?

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).