ProWord
თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?
მათ ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას
ლუკა 5:1-11
გეგმა 1
ღმერთი მზად არის გასწავლოს!
"ერთხელ, როცა ხალხის ბრბო აწყდებოდა მას, რომ ღვთის სიტყვა მოესმინათ, და ის იდგა გენესარეთის ტბასთან" (ლუკა 1:5).
გაკვეთილი 1
თუ მე მზად ვარ მოსასმენად, ღმერთი მზად არის მასწავლოს!
გეგმა 2
ღმერთი მზად არის გამოამჟღავნოს თავისი ძალა!
"დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ. ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. როცა ლაპარაკი დაამთავრა, უთხრა სიმონს: "შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად." მიუგო სიმონმა და უთხრა: "მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს." ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ. ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ დასახმარებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორივე ნავი, რომ ლამის იძირებოდნენ." (ლუკა 5:2-7).
გაკვეთილი 2
თუ მე მზად ვარ დავემორჩილო ღმერთს, ის მზად არის გამოამჟღავნოს თავისი ძალა!
გეგმა 3
ღმერთი მზად არის გამოგიყენოს!
"ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: "გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ." რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზისჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს. ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მოზიარენი. და უთხრა სიმონს იესომ: "ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა დამჭერი იქნები." მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას." (ლუკა 5:8-11).
გაკვეთილი 3
თუ მე მზად ვარ თავმდაბალი ვიყო, ღმერთი მზად არის გამომიყენოს!
გაკვეთილები ღმერთისგან:
თუ მე მზად ვარ მოსასმენად, ღმერთი მზად არის მასწავლოს!
თუ მე მზად ვარ დავემორჩილო ღმერთს, ის მზად არის გამოამჟღავნოს თავისი ძალა!
თუ მე მზად ვარ თავმდაბალი ვიყო, ღმერთი მზად არის გამომიყენოს!
ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)