ProWord
თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?
"მალე დავბრუნდები!" - უფალი იესო
გამოცხადება 3:11-12
1. "მალე დავბრუნდები!"
1.1 უფალი იესოს "მოსვლა" ეფესოში, პერგამოში და სარდეში მსჯავრის დადებით იყო გამოხატული, ხოლო მისი მოსვლა ფილადელფიაში აღწერილია როგორც მათი ტანჯვის ჟამის დასასრული.
1.2 "აჰა, მოვალ მალე!" - მჩაგვრელთათვის გაფრთხილება, ხოლო დაჩაგრულთათვის გამხნევებაა.
1.3 ქრისტიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს იესოს "მოსვლისათვის" (გამოცხადება 3:3). იესოს მეორედ მოსვლის მოულოდნელობა გულწრფელ მსახურებაში სიმტკიცის გამოჩენის წახალისებაა.
2. ტაძარი
განთავისუფლების ჟამი, რომელიც აღწერილია გამოცხადების 3:10 - ში ემთხვევა უფალი იესო ქრისტეს დაბრუნებას მისი ეკლესიის წასაყვანად. ტაძარი შეიძლება შევუხამოთ ათასწლიან მეფობას ან ახალ იერუსალიმს. ჭეშმარიტი მორწმუნე დაიკავებს მსახურის ადგილს და ღვთის წინაშე პატივისცემას დაიმსახურებს.
3. სახელები
სახელის სამმაგი ხსენება უზრუნველყოფს მარადიულ დაცვას უფალ იესო ქრისტეში.
-
ჩემი ღვთის სახელი - გვიჩვენებს კუთვნილებას.
-
ქალაქის სახელი - მიანიჭებს ზეციურ მოქალაქეობას.
-
ჩემი ახალი სახელი - მიუთითებს უფალთან შერწყმაზე.
4. გვირგვინი
4.1 გვირგვინი გამარჯვებულებისათვის
დაფნის გვირგვინით აჯილდოვებდნენ ათლეტიკური შეჯიბრის გამარჯვებულებს. ეს დაპირებული ჯილდო ენიჭებოდა თავისი სპორტული მიღწევებით ცნობილ ქალაქს და არის ახალი აღთქმის გულწრფელად შესრულებული მსახურების დაჯილდოვების ცნობილი სიმბოლო. სიცოცხლის ბოლო ჟამს პავლე მოცუქილი სწერს ტიმოთეს: 2 ტიმოთეს 4:7,8.
4.2 გვირგვინის დაკარგვა
არასათანადო ქცევის გამო ადრე მოგებული გვირგვინის დაკარგვაა შესაძლებელი (2 იოანე 8). გვირგვინი სამეფო კუთვნილებას მოუნიშნებს, რომელიც ენიჭება იესო ქრისტეს გამარჯვებულ თანამემკვიდრეებს. ქრისტეს სამსჯავრო ტახტი იქნება სიხარულის ან მწუხარების ადგილი (2 კორინთელთა 5:10).
5. სვეტები
გამარჯვებულებზე დაწერილია, რომ გახდებიან "სვეტებად" ღვთის ტაძარში. სვეტი შენობის ყველაზე მდგრადი და ურყევი შემადგენელი ნაწილია. ტაძრის სვეტად ყოფნა ქრისტეს სამეფოში მუდმივი მსახურების ადგილს გულისხმობს (ასევე იხილეთ: ესაია 22:23; ლუკა 19:16-19).
ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)