თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

მაცხოვრის ცნობა. ვინ არის ის?

იოანეს 1:1-3

ვინ არის უფალი იესო? ვინ არის უფალი იესო პირადად შენთვის?

 

უფალი იესო არის ღმერთი შემოქმედების საფუძველზე! (იოანეს 1:1-3; ეფესელთა 3:9; კოლასელთა 1:16; ებრაელთა 1:1-2).

ცნობილმა აგნოსტიკმა რობერტ ინგერსოლმა ჰენრი ვარდ ბიჩერის ვიზიტის დროს, აღმოაჩინა ლამაზი გლობუსი, რომელზეც გამოსახული იყო ცის ვარსკვლავები და თანავარსკვლავები. "ეს ზუსტად ის არის, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვეძებდი"- წარმოთქვა მან გულმოდგინე დათვალიერების შემდეგ,- "ეს ვინ მოიგონა?" "ეს ვინ მოიგონა?" - გაიმეორა ბიჩერმა თვალთმაქცური გაკვირვებით. "რას ამბობთ, პოლკოვნიკო, არავინ მოიგონა ის, ის თავისით გაჩნდა!"

ის არ არის ქმნილების ნაწილი, ის შემოქმედია! ის ძალზე განსხვავდება საშობაო ბარათებზე გამოსახული სურათებისგან. ის შემოქმედია, მაშასადამე ის ღმერთია! არის თუ არა ის შენი უფალი?

 

უფალი იესო მაცხოვარია თავისი სიკვდილის და აღდგომის საფუძველზე! (იოანეს 1:29; 3:16-17).

თუ ჩვენი უდიდესი მოთხოვნილება ინფორმაცია იქნებოდა, ღმერთი მასწავლებელს გამოგზავნიდა.

თუ ჩვენი უდიდესი მოთხოვნილება ტექნოლოგია იქნებოდა, ღმერთი მეცნიერს გამოგზავნიდა.

თუ ჩვენი უდიდესი მოთხოვნილება ფული იქნებოდა, ღმერთი ეკონომისტს გამოგზავნიდა.

თუ ჩვენი უდიდესი მოთხოვნილება სიამოვნება იქნებოდა, ღმერთი მასობრივი გართობის ორგანიზატორს გამოგზავნიდა.

ჩვენი უდიდესი მოთხოვნილება ცოდვების პატიება იყო, ამიტომაც ღმერთმა მაცხოვარი გამოგზავნა.

ის არის ცოდვილების მეგობარიც (სამარიელი ქალი  - იოანეს 4:1-30; მრუში - 8:1-11). როგორც უფალს, მას ძალუძს დახსნა! ის არის მსოფლიოს ერთადერთი მაცხოვარი! (იოანეს 14:6; საქმეები 4:12).

 

უფალი იესო მალე დაბრუნდება, როგორც მოსამართლე! (იოანეს 5:22; რომაელთა 2:16, 14:10; 2 ტიმოთეს 4:1).

მათთვის, ვისთვისაც იესო არ არის მაცხოვარი, ის მოსამართლე იქნება!

სანამ არ არის გვიანი, უმჯობესია მოვიყაროთ  მუხლები მის წინაშე!

 

უფალი იესო ყველა იმ ადამიანის მეგობარია, ვინც მას ამის ნებას აძლევს.

 

კურთხეულ ცხოვრებაში (ქორწილი კანაში, იოანეს 2:1-12).

სულიერად უცოდინრებისათვის (ნიკოდემოსი, იოანეს 3:1-21; პეტრე, იოანეს 21:15-17).

ავადმყოფებისათვის (მეფის მოხელეს შვილი, იოანეს 4:47-54; ბეთ-ხაზდა, იოანეს 5:1-9; ბრმა, იოანეს 9:6-7).

ღარიბი და მშიერი ადამიანებისათვის (5000, იოანეს 6:10-13).

 

ჩვენ შეიძლება  ჩვენსა და ღმერთის შორის რაღაც ბუნებრივი დისტანციის არსებობის შესაძლებლობა წარმოვიდგინოთ. მაგრამ ამ დისტანციის სივრცე უნდა აივსოს  მესიის  დასწრებით. ის ჩვენი უფალი, მხსნელი და მეგობარია!

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).