თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

მოდით შევხედოთ იესოს!

"შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს  - იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.

იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი".

(ებრაელთა 12:2-3)

თუ ჩვენ არ დავამყარებთ ჩვენი ცხოვრების პრიორიტეტებს, ამას გარემოება და ჩვენს გარშემო მყოფი ხალხი გააკეთებს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მწუხარება და მღელვარება უდიდეს პრობლემად იქცევა.

 

1. უფალმა იესომ მკაფიოდ იცოდა თავისი მიზანი

უთხრა მას იესომ: "დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა. რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად  და სახსნელად". (ლუკა 19:9-10).

რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ. ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა. (იოანე 3:17-18).

ლუკას სახარებაში 15:1-11 ჩვენ გვხვდება სამი დაკარგული რამ:

ცხვარი დაიკარგა ჩვეულებრივ გარემოში.

მონეტა დაიკარგა შემთხვევით.

ძე დაიკარგა წიმასწარი განზრახვით.

პრიორეტეტების დამყარებამდე, უნდა ვიცოდეთ ჩვენი მიზანი.

 

2. უფალი იესო თავის პრიორიტეტებს თავისი მიზანის თანახმად ამყარებდა

პირველი პრიორიტეტი:

ურთიერთობა მამაღმერთთან

განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას, და იქ ლოცულობდა. სიმონი და მასთან მყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას. იპოვეს იგი და უთხრეს: "ყველა შენ გეძებს". უთხრა მათ: "წავიდეთ სხვა ახლო - მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული". (მარკოზი 1:35-38).

მეორე პრიორიტეტი:

თავისი ახლო წრის შესწავლა

იერუსალიმის მიმავალ გზას რომ ადგნენ, წინ იესო მოუძღოდათ და კრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ, კვლავ დაუძახა თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას. (მარკოზი 10:32).

მესამე პრიორიტეტი:

დაკარგულთათვის მსახურება

რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად. (ლუკა 19:9-10).

 

3. უფალი იესო თავის პრიერიტეტებს ხალხის განზრახვისაგან იცავდა

მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდარიყო. პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: "შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!" ის კი მოუბრუნდა პეტრეს და უთხრა: "მომცილდი, სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ღმერთისაზე კი არ ლაპარაკობ, არამედ კაცისაზე" (მათე 16:21-23).

1. უფალმა იესომ მკაფიოდ იცოდა თავისი მიზანი!

2. უფალი იესო თავის პრიორიტეტებს თავისი მიზანის თანახმად ამყარებდა.

3. უფალი იესო თავის პრიორიტეტებს ხალხის განზრახვისაგან იცავდა.

 

მოდით შევხედოთ იესოს!

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).