თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

მოწვევა პავლე მოციქულისაგან

ღვთის მოშიშებით ცხოვრებას რომ ვეწეოდეთ, პავლე მოციქული გასამხნევებლად (ეფესელთა მიმართ წერილის მე -5-ე  თავის საფუძველზე) გვეპატიჟება მოვინახულოთ სხვადასხვა ადგილი.

 

1. "ტაძარი" (ეფესელთა 5:1-7)

"ტაძარში" ის გვახსენებს უფალი იესო ქრისტესადმი ჩვენს გამო შეწირულ მსხვერპლს. ცოდვა სიგონჯე და ხრწნაა ღმერთისათვის (ესაია 3:24).

თუ სიყვარულში დავდივართ, ჩვენი ცხოვრება ღმერთისათვის იქნება ცოცხალი მსხვერპლი (რომაელთა 12:1-2; ფილიპელთა 2:17) და საამო კეთილსურლენება (იოანე 12:1-8).

 

2. "ყანა" (ეფესელთა 5:8-14)

შემდეგ პავლე მოციქული "ყანაში"  მიდის, რათა გვანახოს ნაყოფი და გაგვახსენოს, რომ ნათელში მოსიარულეს სულიერი ნაყოფი გააჩნია (გალატელთა 5:22-23).

ნათელში თუ დავდივართ, სიბნელესთან ურთიერთობა შეუძლებელი ხდება (2 კორინთელთა 6:14-18).

 

3. "შრომის ბირჟა" (ეფესელთა 5:15-17)

შემდეგ პავლე მოციქულს "შრომის ბირჟაზე" მივყავართ. ის გვარიგებს, მივემსგავსოთ გამოცდილ ვაჭრებს, რათა გავაფორმოთ მომგებიანი ხელშეკრულება.

თუ სიბრძნით დავდივართ, გონივრულად გავთვლით ჩვენს დროს.

 

4. "საბანკეტო დარბაზი" (ეფესელთა 5:18-21)

შემდეგ "საბანკეტო დარბაზში" ვიყრით თავს (ეფესელთა 5:18-19), სადაც ვსცავლობთ, თუ როგორ ვიაროთ წმიდასულში (გალატელთა 5:16-26).

 

5. "სახლი" (ეფესელთა 5:22-33)

პავლე მოციქულის მოგზაურობის ბოლო ადგილი "სახლია", სადაც ოჯახური ცხოვრება, როგორც სამაგალითო სურათი, მიგვითითებს ქრისტეს და ეკლესიას შორის კეთილ ურთიერთობებზე. ქრისტეს ძალზე ვუყვარდით და, ამიტომაც, ჩვენთვის თავი მსხვერპლად შესწირა, მაგრამ მას დღესაც ვუყვარვართ და, ამიტომაც, იგი ჩვენზე ზრუნავს. ასეთი პირადი ცხოვრება აღწერილია სოლომონის მიერ დაწერილ "ქებათა ქების" წიგნში, და ეს შეიძლება რეალობად გადაიქცეს მათთვის, ვინც დაემორჩილება ღმერთს.

თუ უფალ იესო ქრისტეს ვემორჩილებით, კურთხევა ვხვდებით სხვებისთივს.

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).