თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

მოწყალე ღმერთის წყალობა

ლუკა 12:32

ლუკას არ ჰქონდა სიამოვნება ევლო იესოსთან და უშუალოდ ესაუბრა მასთან, როგორც ეს შესაძლებლობა ჰქონდა მათეს, პეტრეს და იაკობს. ის ექიმი იყო, რომელმაც სახარება გაიგონა და გადაწყვიტა დამორჩილებოდა ღმერთს, ღვთის ძეზე ზეპირად გადმოცემული ამბავის დაწერით. ის წარმართი იყო და სახარება ისეთ ჟანრში წარადგინა, რომ ყველას, ვინც ებრაელი არ არის, შეუძლია მისი გაგება.

რატომ თქვა იესომ: "ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ..."?

იესოსთან ხალხი ათსობით მოდიოდა, რომ მოესმინათ მისი სწავლება, ეჭამათ საჭმელი და განკურნებულიყვნენ თავისი ავადმყოფობისგან. მხოლოდ მცირე რაოდენობა მიაღწევს ღვთის სასუფეველს. და იესო მათ "მცირე სამწყსოს" ეძახის.

თუ ვაამებთ ჩვენ და ჩვენი შვილები ღმერთს?

ისინი, ვინც ღვთის სასუფეველს ეკუთვნიან, ენდობიან ღმერთს.

ჩვენ ღმერთს ჩვენი რწმენით ვაამებთ. ებრაელთა მიმართ წერილში 11:6 წერია: "ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა." რომაელთა 8:8 "... მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს." მათ, ვისაც სურთ ღმერთს აამონ, უფალი იესო ქრისტეს და მისი მშვენიერი სიწნინდის იმედი აქვთ. ისინი, ვისაც სურთ ღმერთს აამონ, პირველ რიგში ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს ეძებენ. მათ, ვისაც სურთ ღმერთს აამონ, სურთ ენდობოდნენ მას.

ისინი, ვინც ღვთის სასუფეველს ეკუთვნიან, ადიდებენ ღმერთს.

მეფე დავითი ფსალმუნში 68:31-32 წერს: "ვაქებ ღმერთის სახელს გალობით, განვადიდებ მადლიერებით. და უფრო მოეწონება უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და  ჩლიქიანი." სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი, ვისაც სურთ ღმერთს აამონ, განადიდებენ მას. მამის სახლში გალობით შედიან. მათ დიდი სურვილი გააჩნიათ უგალობონ ღვთის დიდებას. ჩვენი სურვილი გალობით განვადიდოთ უფალი და დავაყენოთ იგი ჩვენს სიცოცხლეზე მაღლა, უფრო მეტად მოსაწონია მისთვის, ვიდრე ფორმალური რიტუალები და მიღებული წესები.

იესომ უგალობა ჰიმნი მამა ღმერთს, სანამ ჯვარზე გაეკრა. საღვრთო წერილი გვეუბნება: "იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისაკენ." (მათე 26:30). ბიბლიაში  25-ზე მეტი ადგილია მოყვანილი, სადაც ღვთის ხალხი საგალობლებით განადიდებდა უფალს. ღმერთს სიამოვნებს იმ ადამიანების განდიდება, ვისაც სურთ გალობით განადიდონ მისი სახელი.

ისინი, ვინც ღვთის სასუფეველს ეკუთვნიან, ქადაგებენ ღმერთზე.

თუ ჩვენ გვსურს ღმერთს ვაამოთ, იესო ქრისტეზე უნდა ვიქადაგოთ. ჩვენ არ შეგვიძლია სახარების ქადაგქბის დროს ხალხს მხოლოდ ის ვუქადაგოთ, რაც მათ ყურს სიამოვნებს (1 კორინთელთა 1:21; გალატელთა 1:10).

ჩვენ უნდა გვქონდეს სურვილი ვთქვათ, როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობდა: "... მუდამ იმას ვაკეტებ, რაც მისთვის არის მოსაწონი." (იოანეს 8:29; რომაელთა 15:3). რა დიდი საჩუქარია უფლისგან ვიცოდეთ, რომ მისთვის ძვირფასნი ვართ და მას სიამოვნებს, რომ ღვთის სასუფევლის მცხოვრებლები გაგვხადა.

 

"...ღვთის სასუფეველი არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში." (1 კორინთელთა 4:20).

1. მისი უზრუნველყოფის ძალა: უფალი გვაძლევს ყოველდღიურ საკვებს (მათე 6:11), წყალს სიცოცხლისა (იოანეს 4:14), ნუგეშს და დასვენებას (მათე 11:28).

2. მისი დაცვის ძალა: ღმერთმა ანგელოზებს უბრძანა ჩვენი დაცვა (ფსალმუნი 90:11-13).

3. მისი დაპირებების ძალა: უფალმა თავისი სიტყვა მოგვივლინა (ფსალმუნი 106:20).

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).