თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

ოჯახის მსახურება

სამწუხაროა, მაგრამ მეტად ისეთი ოჯახები გვხვდება, სადაც ბავშვები არ მიყვებიან უფალს. ღმერთს კი სურს, რომ მას მთელი ოჯახი ემსახუროს.

ღმერთისადმი დაარსებული კანონები:

  • მამა (ეფესელთა 5:23; 1 ტიმოთეს 3:4-5).

 

მამა ვალდებულია უძღვებოდეს თავის ოჯახს:

ბიბლიის შესწავლით (მიმართულების მაჩვენებელი);

საოჯახო ლოცვით;

სამაგალითო ცხოვრებით;

მეუღლისადმი და შვილებისადმი სიყვარულით;

მოწყალების და მტკიცე ხასიათის გამოხატვით.

 

  • დედა (იგავები 31:25-28, ტიტეს 2:3-5).

 

ოჯახში დედა თავის დანიშნულებას შემდეგი ნაბიჯებით ასრულებს:

მეუღლის და შვილების ფიზიკურ და სულიერ საჭიროებებზე ზრუნვით;

საკუთარ სახლს თავის პრიორიტეტად ხდის (სათანადო ატმოსფეროს შექმნა);

თავისთავს დამხმარედ წარმოადგენს.

 

  • ბავშვები (იგავები 1:8; ეფესელთა 6:1-2; იგავები 23:24-25).

 

ბავშვები დამჯერნი და პატივისმცემელნი უნდა იყვნენ თავიანთი მშობლების მიმართ.

 

იობის ხასიათის სამაგალითო თვისებები (იობი 1:1-5).

იობი ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული (მუხლი 1) ადამიანი იყო. ის ყოველდღე თაყვანს სცემდა ღმერთს (მუხლი 5). როგორც სამაგალითო მამა, ის თავისი ღმერთის და შვილების წინაშე უბიწო ცხოვრებას ეწეოდა.

იობი თავისი ოჯახის ფიზიკურ და სულიერ საჭიროებებზე ზრუნავდა. ის ლოცულობდა შვილების ცოდვების პატიებისათვის და ღმერთის წინაშე მათი უბიწოდ სიარულისათვის.

 

აბრაამი, ღვთისმოშიში მამის საუკეთესო მაგალითი (დაბადება 18:19).

აბრაამს სწამდა, რომ ღვთის სიტყვა - ჭეშმარიტება, სიბრძნე და კურთხევაა მისთვის და მისი შვილებისათვის. ამიტომაც ის ამხნევებდა თავის შვილებს ევლოთ ღვთის გზებით, როგორც თვითონ დადიოდა ღმერთის წინაშე.

როგორც კარგი მამა, ის თავის შვილებს მორჩილებას ასწავლიდა.

ღმერთს სურს, რომ მას მთელი ოჯახი ემსახუროს!

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).