თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

პოსტმოდერნისტული ეპოქის ბავშვებთან მიღწევა

1 ნეშტთა 12:32

1. რით განსხვავდება დრო, რომელშიც ჩვენი ბავშვები ცხოვრობენ?

პოსტმოდერნისტული ეპოქის თაობა ვარაუდობს, რომ "ნებისმიერი თვალსაზრისი წარმოადგენს ხედვას მხოლოდ ერთი მდგომარეობიდან". ზოგადად რომ ვთქვათ, ეს მართლაც ასეა. ჩვენ მიდრეკილნი ვართ აღვიქვათ რამე მხოლოდ  ჩვენი თვალსაზრისიდან გამომდინარე. პოსტმოდერნისტულ თაობას გააჩნია ჯანსაღი სკეპტიციზმი მოდერნისტული ანალიტიკური რაციონალიზმისა და ადრინდელი ცოდნის და მტკიცებულებების შესახებ გამოთქმებთან მიმართებაში.

 

2. აზროვნების სამი მოდელი:

2.1 თეოცენტრიზმი

2.2 მოდერნიზმი

2.3 პოსტმოდერნიზმი

 

3. პოსტმოდერნისტული თაობის ევანგელიზება

ჩვენ უნდა გავავრცელოთ სიტყვა "ევანგელიზაციის" მნიშვნელობა.

პოსტმოდერნისტები არ ღებულობენ ტრადიციულად მიღებულ ძირითად აპოლოგეტიკას და წარმოდგენებს. მათ გააჩნიათ ცხოვრების და რეალობის პოსტმოდერნისტული გაგებიდან გამომდინარე კითხვები. ჩვენ აუცილებლად უნდა მივმართოთ პოსტმოდერნიზმს, როდესაც ქრისტეს მიერ მტკიცებულებებს წარვადგენთ. ნებისმიერი მსახურების მიზანი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ, როგორც ადამიანებისათვის გაწეული დახმარება ღმერთთან დაპირისპირებული პოზიციიდან მის მიერ სიყვარულის პოზიციისკენ შებრუნებაში (მეორე რჯული 6:5).

 

ჩვენ უნდა დავაფასოთ ის საერთო, რაც ჩვენ და პოსტმოდერნისტულ თაობას გაგვაჩნია.

ჩვენ უნდა აღვიქვათ ის დიდი საერთო წილი, რომელიც ჩვენსა და პოსტმოდერნისტულ თაობას გაგვაჩნია. პოსტმოდერნისტულ კულტურაში არსებობს რიგი მტკიცებულება და ფასეულობა, რომლებიც  მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც ემთხვევა ისტორიულად მიღებულ ქრისტიანულ შეხედულებებს. ეს ქმნის საერთო პლაცდარმს, სადაც ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ ურთიერთობა, მაგალითად:

 

დასავლეთის კულტურა არ ვითარდება.

ჩვენ, როგორც ბიბლიურ ქრისტიანებს, არასოდეს გვწამდა, რომ საზოგადოების განვითარება უნაკლო სამყაროს შექმნიდა. მახარობლებს შეუძლიათ დაეთანხმდენ პოსტმოდერნისტულ თაობას ამ თეორიასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია შემდეგი კითხვა დავუსვათ საზოგადოებას: თუ ტექნოლიგიას უტოპიამდე არ მივყავართ, მაშ სად მივისწრაფით?  მოდერნიზმი ძალზე ოპტიმისტურად განწყობილ ფილოსოფიას წარმოადგენდა, პოსტმოდერნიზმი კი არა.

 

მღელვარება რასიზმისა და  პატიოსნების გამო.

პოსტმოდერნისტული თაობა ძალზე დაინტერესებულია ეროვნების და სქესობრივი საკითხებით. ჩვენც გვსურს, რომ ამ საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებდნენ. მაგრამ რა სტანდარტებით გავზომოთ სამართლიანობა და თანატოლობა?

 

ეკოლოგიაზე ზრუნვა.

პოსტმოდერნისტული თაობა ეწინაამღდეგება ეკოლოგიის გაბინძურებას. ქრისტიანებს უფრო მეტად უნდა გააჩნდეთ კეთილი სახლთმმართველის ზრუნვა დედამიწის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ პოსტმოდერნისტული თაობის  სურვილი -ვიცხოვროთ სუფთა და უკეთეს სამყაროში.

 

მხატვრული შემოქმედების გამახვილება.

ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ პავლე მოციქული მარსის გორაკზე უფრო მეტად  იმდროინდელი კულტურის პოეტებს ციტირებდა, ვიდრე ამავე საზოგადოების წინასწარმეტყველებს (საქმეები 17). ჩვენ ქრისტიანები უნდა დავიხმაროთ შემოქმედება ყურადღების იმაზე გამახვილებით, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოხატული ღმერთის შემეცნება საზოგადოების კულტურის შემოქმედებაში, მაშინაც, როდესაც მას ეს არ ესმის.

 

საზოგადოება ძალზე მნიშვნელოვანია.

პოსტმოდერნისტული თაობა, თუ კი იპოვის, დიდად აფასებს ჭეშმარიტ საზოგადოებას. როგორც სამპიროვანი ღმერთის მორწმუნეები, ჩვენ ვხვდებით, რომ ურთიერთობა არის ადამიანის სიცოცხლის შუა გული.

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).