თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

რას ნიშნავს წმინდა წერილი პირადად ჩემთვის?

"ჩაეჭიდე საღი სიტყვების მაგალითს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია." (2 ტიმოთე 1:13).

 

1. საღი სიტყვების მაგალითი

ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა "მაგალითი" იგულისხმება, როგორც "არქიტექტორის მონახაზი". ქრისტიანული დოქტრინების ზუსტი ჩამონათვალი პირველი ეკლესიის დროიდან არსებობდა. ეს ის სტანდარტი იყო, რითაც  ნებისმიერი სწავლება მოწმდებოდა. ტიმოთე გაფრთხილებული იყო არ შეეცვალა ამ ჩამონათვალის კონტექსტი. თუ ტიმოთე შეცვლიდა კონტექსტის შინაარსს, მაშინ მას აღარ ექნებოდა სამაგალითო ჩამონათვალი და ის ვერ შეამოწმებდა იმ მასწავლებლებს, ვისთანაც მუშაობდა. ჩვენ, 21-ე საუკუნის მცხოვრებლები, ძლიერად უნდა ჩავეჭიდოთ იმას, რასაც პავლე მოციქული პირველ საუკუნეში ასწავლიდა.

ადრეულ ეკლესიაში ფართოდ იყო გავრცელებული ეგრეთ წოდებული ანტინომიური ფილოსოფია. ის ქადაგებდა: "ჩვენ არ ვართ რჯულის ქვეშ!" ეს კონცეფცია დღესაც არსებობს. ზოგი თამამად აცხადებს, რომ ჩვენ მადლის ქვეშ და არა რჯულის ქვეშ ვართ. ასე რომ, ახალი აღთქმა არის მხოლოდ "სიყვარულის წერილების" კრებული და არა იურიდიული ჩამონათვალი. ბევრი უარყოფს იმას, რასაც ისინი "სამაგალითო თეოლოგიას" უწოდებენ. ნუთუ ახალ აღთქმაში გამოყენებული გამოთქმა "საღი სიტყვების მაგალითი" არ მიგვითითებს იმაზე, რომ არსებობს რჯული (იხილეთ 1 კორინთელთა 9:21; გალატელთა 6:2), რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ?

 

2. ჩაეჭიდე!

საუკუნეების მანძილზე ღმერთის საქმეს ასრულებდნენ ადამიანები, რომლებიც მტკიცედ იდგნენ განსაცდელის დროს. ალბათ, მათთვის  უფრო ადვილი იქნებოდა დათმობა, მაგრამ ისინი მტკიცედ იდგნენ თავისაზე. პავლე მოციქული იყო ერთ-ერთი, ვინც არ თანხმდებოდა კომპრომისზე. სიცოცხლის ბოლოს ის ამხნევებს ტიმოთეს,  თავის უმცროს ძმას ქრისტეში.

1  ტიმოთეს 1:11-ში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ღმერთმა პავლე მოციქულს გადასცა სულიერი ჭეშმარიტებები, რომლებიც მან, თავის დროზე, გადასცა ტიმოთეს (1 ტიმოთეს 6:20). 2 ტიმოთეს 1:13-ს თამახმად, ტიმოთეს პასუხისმგებლობა გახდა "ჩაჭიდებულიყო" და "დაეცვა" ჭეშმარიტების უძვირფასესი საბადო, რათა გადაეცა სხვებისთვის (1 ტიმოთეს 2:2).

 

3. რაც ჩემგან მოისმინე

ჩვენ გვწამს, რომ სულიწმიდა არის ჭეშმარიტების სული. მან გადასცა ტიმოთეს ჭეშმარიტება. ჩვენ მხოლოდ ერთი სულიწმიდა გვყავს. მაშასადამე, გვაქვს მხოლოდ ერთი ნამდვილი ჭეშმარიტება, რომელიც მისგან მომდინარეობს. ჩვენ არ გვწამს ორი სხვადასხვა სულიწმიდის არსებობა. ასე რომ, არ გვწამს ორი ან მეტი ჭეშმარიტების არსებობაც. ღმერთმა გამოაგზავნა სულიწმიდა, რათა ჭეშმარიტება ესწავლებინა ჩვენთვის. სულიწმიდის მსახურების გარეთ ჩვენ სიბნელეში ვიმყოფებით. მის გარეშე ვერ გავიგებდით ღვთის სიტყვებს. ჩვენ მუდამ მის სწავლებაში უნდა ვიყოთ (იოანეს 16:13). ის გვეხმარება, დავიცვათ ჭეშმარიტება და გადავცეთ სხვებს.

 

4. რწმენით და სიყვარულით

ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტიმოთეს  დოქტრინები "რწმენით და სიყვარულით" უნდა გადაეცა. მას ჭეშმარიტება სიყვარულით უნდა ესწავლებინა, იმიტომ რომ ეს ზეციური ნიმუში იყო. ღმერთი არასოდეს არ ამბობდა ჭეშმარიტებას სიყვარულის გარეშე. ეფესელთა 4:15-ში წერია "ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით". რაოდენ ადვილია ჩვენთვის კამათი, როდესაც ჩვენს რწმენას ვიცავთ. რაოდენ ადვილია ჩვენთვის გავხდეთ ჯადოქრებზე მონადირენი, ვინც ჭეშმარიტების ქადაგების მაგივრად, ჭეშმარიტების საკუთარ ინტერპრეტაციას ქადაგებს და უამრავი პრობლემების წყარო ხდება. გამართლების დოქტრინის და ქრისტიანული ცხოვრების მოკლე აღწერა შემდეგნაირია: "რწმენა ბატონებად გვხდის, ხოლო სიყვარული კი მონებად. რწმენა ყოველთვის მიისწრაფის და დაყრდნობილია იესო ქრისტეზე; ეს, მკაცრად რომ  ვთქვათ, არ არის  ეკლესიაზე ან სხვა ნებისმიერი მადლის გამოხატვაზე დაყრდნობა."

 

5. ქრისტე  იესოში

ყველანაირი ზეციური კურთხევის წყარო მხოლოდ იესო ქრისტეშია. რწმენა ერთადერთი საშუალებაა, რითაც სულს ცოცხალი და დახსნილი კავშირით შეუძლია მიუახლოვდეს მხსნელს - იესო ქრისტეს. მაგალითად: "და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენა, ღვთიური სიმართლე, რწმენის მიხედვით" (ფილიპელთა 3:9).

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).