ProWord
თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?
რა უწყება სჭირდებათ დღევანდელ ბავშვებს?
1. მათ უნდა გაიგონ ღმერთზე
ღმერთი - ხსნის ერთადერთი წყაროა. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, თუ ვინ არის ღმერთი და რა გააკეთა მან. ბავშვები ვერასდროს ვერ მიხვდებიან თავის პასუხისმგებლობას ცოდვასთან დაკავშირებით, თუ თავდაპირველად სრული და მკაფიო სურათი არ ექნებათ ღმერთის შესახებ.
ამიტომაც ჩვენ მათ ვასწავლით:
-
ღმერთი შენი შემოქმედია (საქმეები 17:23-29): მის წინაშე პასუხს აგებ;
-
ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გესაუბრება (1 კორინთელთა 3:4): შენ ვალდებული ხარ მოუსმინო მას;
-
ღმერთი წმინდა და სამართლიანია (საქმეები 17:31): მან უნდა გაგასამართლოს;
-
ღმერთი კეთილია და მას შენ უყვარხარ (იოანეს 3:16): მან შენი ხსნა შესაძლებელი გახადა.
2. მათ უნდა გაიგონ ცოდვაზე
სწავლება ცოდვის შესახებ მიუთითებს ხსნის საჭიროებაზე. ცოდვა და მისი შედეგები სრულიად და სერიოზულად უნდა იყოს გადმოცემული.
ამიტომაც ჩენ მათ ვასწავლით:
-
შენი ცოდვა ღმერთის წინააღმდეგ არის ჩადენილი (ფსალმუნები 51:4);
-
შენ ბუნებით (ეფესელთა 2:3) და საქმეებით (რომაელთა 3:23) ხარ ცოდვილი;
-
ცოდვის გამო შენ ღმერთისგან სასჯელს იმსახურებ (რომაელთა 1:18).
3. მათ უნდა გაიგონ იესო ქრისტეზე
სწავლება იესო ქრისტეს შესახებ ბავშვებს ხსნის ერთადერთ გზაზე მიუთითებს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ თუ ვინ არის იესო ქრისტე და რა გააკეთა მან.
ამიტომაც ჩენ მათ ვასწავლით:
-
იესო ქრიატე ღმერთის ძეა, ერთადერთი მხსნელი (საქმეები 9:20);
-
ის შენთვის მოკვდა (საქმეები 2:23,36,38);
-
ის შენთვის მკვდრეთით აღსდგა (საქმეები 2:24-32);
-
ის შენთვის ზეცაში ამაღლდა (საქმეები 2:23-32).
4. მათ უნდა გაიგონ მონანიების და რწმენის შესახებ
ბავშვებისათვის იესო ქრისტესთან მოსვლის მოწოდება არის სახარების გადაცემის განუწყვეტილი ნაწილი (იოანეს 1:12; 6:37).
ამიტომაც ჩენ მათ ვასწავლით:
-
იესო ქრისტე გეპატიჟება შენ (მათე 11:28);
-
შენ ცოდვებისგან ღმერთისკენ უნდა შემოტრიალდე (საქმეები 2:38; 20:21);
-
შენ უნდა ირწმუნო იესო ქრისტე და სრულიად დაემორჩილო მას (საქმეები 16:31; 20;21).
მონანიება და რწმენა გულისხმობს იესოს მოწოდებაზე საღი გონების, გულის, და საკუთარი ნების გააზრებულ პასუხს (რომაელთა 6:17).
ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)