თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

უფალი იესო. როგორია ის და რა გააკეთა მან?

(გამოცხადების წიგნის თანახმად 3:7-9)

 

ქალაქი ფილადელფია

ქალაქ ფილადელფიის ეკლესიამ უფლისთვის გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე გამოცხადების წიგნში აღწერილი შვიდი ეკლესიიდან რომელიმე სხვამ. ეკლესია თავის მსახურებაში ბოლომდე ერთგული იყო. ის უფალთან სიახლოვეში ცხოვრობდა და მისგან მცირე საყვედურიც კი არ დაიმსახურა. უფრო მეტიც,  უფალი არც კი იხსენებს მის ცოდვებს. განსაცდელი მას ჯერ კიდევ მომავალში ელოდებოდა. გაივლის თუ არა იმ კარით, რომელიც უფალმა იესომ ღიად დაუტოვა?

 

უფალი იესო მწერალია

გამოცხადების წიგნის 3:7-13-ში უფალი იესო თავს წარმოადგენს იმ ენაზე, რომელსაც ადრესატი ფლობდა.

 

1. უფალი იესო წმიდაა (გამოცხადება 3:7)

უფალი იესო მორალურად უნაკლოა, ყოველგვარი მანკის და ლაქის გარეშე. მისი ხასიათი სრულყოფილია. სიწმინდე ღმერთის უმთავრესი თვისებაა. იუდეველ ხალხში "წმიდა" ღმერთისთვის ყველაზე ცნობილი დამახასიათებელი თვისებაა. ესაია წინასწარმეტყველის წიგნში 43:15 ღმერთი აცხადებს: "მე, ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე." ჩვენ უნდა გავითვითცნობიეროთ უფალი იესოს სიწმინდე ისევე, როგორც მამა ღმერთის სიწმინდე. ის წმიდაა, მაშასადამე, ის ვერ იტანს ცოდვას. ურწმუნოებმა უნდა მიანდონ მას თავისი ცოდვების პრობლემების გადაჭრა. ის წმიდაა, მაშასადამე მორწმუნაეებიც წმინდანები უნდა იყვნენ.

 

2.  უფალი იესო ჭეშმარიტია (გამოცხადება 3:7)

უფალი იესო ერთადერთია, რომელიც ყველაფრის უკან დგას. ის საიმედოა და ამიტომ სრულიად იმსახურებს ნდობას. მან თქვა, რომ არის "ჭეშმარიტი". ორიგინალის ენაზე ეს სიტყვა ჟღერს, როგორც (ანათენოზი), რაც სრულიად რეალურს, ჭეშმარიტს და უტყუარს ნიშნავს. უფალ იესოში ჭეშმარიტებას ვპოულობთ. როდესაც მასზე ვფიქრობთ, ჩვენ ვაწყდებით აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. იესო ჭეშმარიტია. "ჭეშმარიტი" ნიშნავს იმას, რომ მის მიერ გაღჟერებული ყოველი სიტყვა ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა და მის მიერ მოცემული ყოველი დანაპირები აუცილებლად აღსრულდება. ამიტომ, შეგვიძლია ვანდოთ მას ჩვენი გადარჩენის საკითხი, თუ მართლაც მასში ვიმყოფებით. როგორც მორწმუნეებს, ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი, რაც უფალმა იესომ თქვა, არის ჭეშმარიტება. თუ ის "შესაძლებლობების ღია კარით" წინ გვიძღვება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ამ კარებით და შევასრულოთ ის, რაც უფალ იესოს სურს.

 

3. მას აქვს დავითის კლიტე (გამოცხადება 3:7)

კლიტე ძალაუფლებას ნიშნავს. უფალ იესოს აქვს "დავითის კლიტე". სხვა ადგილი, სადაც გამოთქმა "დავითის კლიტე" გვხვდება არის ესაია წინასწარმეტყველის წიგნი (ესაია 22:20-23). ელიაკიმს გადაეცა დავითის სახლის გასაღები მეფე ხიზკიას მმართველობის დროს. ეს გასაღები აღებდა დავითის სახლის კარებს, სადაც  იუდეველი მეფეების  სიმდიდრე იყო შენახული. ელიაკიმი აკონტროლებდა დავითის სახლის შესასვლელს და ამიტომაც ის წყვეტდა, ვის შეეძლო შესვლა ან გამოსვლა, ვინ დაეშვა მეფესთან.  სამეფოში, მეფეს შემდეგ, ის მეორე პიროვნება იყო. ის იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო გაეღო ან ჩაეკეტა კარები.

 

4. უფალს ისინი უყვარს (გამოცხადება 3:9)

უფალ იესოს ესმოდა ფილადელფიელების რთული სიტუაცია. მას მათთვის უდიდესი სიკეთე უნდოდა (იოანეს 16:27). ფილადელფიის მცხოვრებლები (ძმების სიყვარული) ღმერთის სიყვარულის გამოხატულება იყვნენ. ჭეშმარიტი ძმების სიყვარული შეუძლებელია, თუ საფუძვლად ღვთისგან მიძებული სიყვარული არ დევს. ურწმუნოებმა უნდა იცოდნენ, რომ უფალმა იესომ სიყვარულის გამო სიკვდილს შესწირა თავი. მას ცოდვილების დახსნის უდიდესი სურვილი ჰქონდა.

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).