თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

ღმერთი აბრაამის ცხოვრებაში

დაბადება 12:8

სამსხვერპლოს აგება

აბრაამის ცხოვრებას რომ ვუყურებთ, ვამჩნევთ მის ახლო ურთიერთობას ღმერთთან. აბრაამმა ააშენა სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. ფაქტიურად, ერთადერთი, რასაც აშენებდა აბრაამი, იყო სამსხვერპლოები. მაგალითად, არსად არ წერია, რომ აბრაამი სასახლეებს აშენებდა. სიცოცხლის ბოლოს მან თავის მეუღლეს სარას სამარხი აუშენა. მაგრამ სადაც არ უნდა წასულიყო, აშენებდა სამსხვერპლოებს და ამით მის ცხოვრებაში მომხდარ ყველა მოვლენას უფალს უკავშირებდა. აბრაამის ცხოვრების ბიოგრაფიის აღდგენა სამსხვერპლოების დაყრდნობაზე შეგვიძლია.

აბრაამი თაყვანს სცემდა ღმერთს. ეს იყო მისი უმთავრესი საქმიანობა. მაგალითად ის მას თაყვანს სცემდა როდესაც:

  • ეგვიპტედან დაბრუნდა (დაბადება 13:2-4);

  • იხილა აღთქმული მიწის სიდიადე (დაბადება 13:14-18);

  • ღმერთი გამოეცხადა მას და შეცვალა მისი სახელი აბრამიდან აბრაამზე (დაბადება 17:3-5);

  • შეკრა კავშირი აბიმელექთან ბეერ-შებაყში (დაბადება 21:33).

 

სამსხვერპლოების აგება არ იყო ადვილი საქმე. ერთი სამსხვერპლოსთვის უამრავი ქვა და კირი იყო საჭირო. მაგრამ აბრაამისთვის ყველაზე რთული მშენებლობა მორიას მთაზე ხორციელდებოდა. ამ სამსხვერპლოს მშენებლობამ არ დააზიანა მისი ხერხემალი, არამედ გაუპო მას გული. აბრაამი აღიქვამდა, რომ ეს სამსხვერპლო განკუთვნილი იყო მისი შვილისთვის. ღმერთის თვალით აბრაამა შესწირა თავისი ძე, და კრავი შემთხვევით არ გამოჩენილა იმ ადგილას. ღმერთმა გამონახა თავისთვის სამსხვერპლო კრავი.

 

აბრაამის თეოლოგია

აბრაამა ღმერთის შესახებ გაცილებით მეტი იცოდა, ვიდრე ნებისმიერმა მისმა თანამედროვემ. ეს იყო ღმერთი, რომელმაც აბრაამს თავისთავზე უდიდესი ჭეშმარიტება გაუზიარა (დაბადება 18:19). იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ არსებობდა ბიბლია. ასე რომ ღმერთის შემეცნების ერთადერთი წყარო თვით ღემრთი იყო. და ღმერთმა აუხსნა აბრაამს თუ ვინ იყო იგი. როდესაც აბრაამი ესაუბრებოდა ღმერთს ან საუბრობდა ღმერთზე, ის ხმარობდა შემდეგ აღწერებს:

  • ადონაი (უფალი, ბატონი) - დაბადება 15:2

  • იაჰვე (უფალი - მე ვარ) - დაბადება 15:2

  • ელ ელიონ (მაღალი ღმერთი) - დაბადება 14:22

  • ელ შადაი (ღმერთი ყოვლისშემძლე) - დაბადება 17:1

  • ელ როი (ღმერთი, რომელიც მხედავს) - დაბადება 16:12

  • ელ ოლამ (ღმერთი მარადიული) - დაბადება 21:33

  • იახვე ირე (ღმერთი, რომელიც უზრუნველმყოფს) - დაბადება 22:14

 

აბრაამს არ გააჩნდა ბიბლია, მაგრამ ის გაცილებით უკეთ იცნობდა ღმერთს, ვიდრე ის ხალსი, რომლებსაც ბიბლია აქვთ. ღმერთის შემეცნების პროცესი აღწერს ჩვენს ცხოვრებას. "მაჩვენე შენი ღმერთი, და მე გეტყვი თუ როგორ ცხოვრობ, და როგორ გაატარებ შენს მარადისობას!"

ღმერთის შემეცნება არის ის საფუძველი, რომლის გარეშეც არ არსებობს ჭეშმარიტი ცხოვრება და მსახურება.

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).