ProWord
თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?
ჩესლავ ბასსარა
1948 წელს დაიბადა ქრისტიანულ ოჯახში ქალაქ ბრეშცში ოსვენციმის (აუშვიცი) მახლობლად.
1965 წელს მოინანია. ამავე წელს პოლონეთში ბავშვთა მსახურება დაიწყო. 1969 წლამდე სწავლობდა და მუშაობდა ოსვენციმის გარეუბნებში.
1969-1974 წლებში ვარშავაში (პოლონეთი) სწავლობდა "თეოლოგიის" ფაკულტეტზე "ქრისტიანულ თეოლოგიურ აკადემიაში".
1972 წელს ჰელენა ცოლად შეირთო. ჰყავთ ორი შვილი: ბოგდანი (დაბადებული 1975 წელს) და დოროტა (დაბადებული 1979წელს). ორივე შვილი დაოჯახებულია და თავის მეუღლეებთან ერთად (აგნეშკა და კონრადი) მისსიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" მსახურებას ეწევიან.
1975 წელს პოლონეთში მიანიჭეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიაში.
1976 წელს დაამთავრა "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ინსტიტუტი კილციმერში (შვეიცარია).
1969 - 1990 წლებში პოლონეთში სათავეში ჩაუდგა ბავშვთა და მოზარდთა ევანგელიზებას და მასწავლებლებთან და მშობლებთან მუშაობას.
1982 - 1990 წლებში პოლონეთში დააარსა ეკლესიები და ასწავლიდა ბიბლიურ სკოლებში და ევანგელისტურ ეკლესიებში.
1991 - 2006/2007 წლებში თავის მეუღლესთან ჰელენასთან ერთად იკავებდნენ მისსიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დირექტორების თანამდებობას. განსაკუთრებული ყურედღებით მიუდგნენ "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" მსახურებას რუსეთში და შუა აზიაში, ამავე დროულად არ აკლებდნენ თავის ყურედღებას 30 ქვეყნის ეროვნულ ლიდერებსაც. ასევე იყვნენ მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ევროპული საბჭოს წევრები.
2000 - 2006 წლებში ჰევერლიში/ლეივენში (ბელგია) საევანგელიზაციო თეოლოგიურ ფაკულტეტზე თეოლოგიის დოქტორის პროგრამით სწავლობდა.
2006 წელს მიანიჭეს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი სისტემატიურ თეოლოგიაში: "პოსტმოდერნისტული ჰერმენევტიკა და მასზე სახარებისეული პასუხი".
2008 წალს დააარსა "ღვთის სიტყვის უწყება" - მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახური.
დოქტორი ჩესლავ ბასსარა ფლობს რამდენიმე ენას, მათ შორის: ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, პოლონურ და ესპერანტოს ენას. თავისი ბიბლიური სწავლების მსახურებით დოქტორი ჩესლავ ბასსარა მსოფლიოს ყველა კონტინენეტზე 60-ზე მეტ ქვეყანას ეწვია.
"აბა, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის,
რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს
და განდიდდეს, როგორც თქვენს შორის არის." (2 თეს 3:1)