თუ არის ეს საიტი კურთხევა თქვენთვის?



შედეგები

ცხოვრების უწესრიგობა, როცა ღმერთი პრიორიტეტს არ წარმოადგენს

იერემია 2:1-37

იერემიას წიგნში აღწერილია სამი სხვადასხვა ისტორია.

პირველი ისტორია უკავშირდება ახალგაზრდა ყმაწვილს, სახელად იერემია. იერემია ღმერთისგან რჩეული ადამიანი იყო. მას უფლისგან რთული სამსახური ეკისრებოდა.

მეორე ისტორია უკავშირდება ღმერთისგან რჩეულ ისრაელ ერს. ღმერთმა გადაწყვიტა, რომ მისთვის საკმარისი იყო ისრაელი ერის უღმერთოდ მართვაში და კერპთთაყვანისმცემლობაში გატარებული მრავალი წელი. უფალმა იერემიას ისრაელიანთათვის ცუდი ამბავის წინასწარმეტყველება დაავალა იმის შესახებ, რომ მათ ბაბილონელები ტყვედ აიყვანდნენ.

მესამე ისტორია კი თვით ღმერთს უკავშირდება. გულგატეხილი მამა, რომელიც დაესწრო თავისი შვილების რჯულგანდგომილობას აჯანყებაში.

თუ ღმერთი არ არის ჩვენი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი, მაშინ საკუთარ თავს ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვაჩენთ. თუ ღმერთი არ იკავებს პირველ ადგილს, მაშინ ცხოვრებაში უწესრიგობას აქვს ადგილი.

ეს შეემთხვა ღმერთისგან რჩეულ ისრაელ ერს. მათ დაიწყეს სხვა ერებთან და მათ ცრუ ღმერთებთან შერწყმა. მათ წარმართებთან ოჯახების შექმნაც კი დაიწყეს. რაც თავისი კონტროლის ქვეშ ეგონათ, თავად აკონტროლებდა მათ.

 

პირველი საფრთხე - თუ თქვენ მიისწრაფვით ისეთ რამესთან, რაც არ შეესაბამება ღმერთის სტანდარტებს, მაშინ თქვენ  იმყოფებით სახიფათო გზაზე, რომელიც უბედურებასთან მიგიყვანთ

იერემიამ ისრაელი ერის კრიზისს მკაცრად გაუსვა ხაზი.

"...ყოველ მაღალ ბორცვზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ მეძავივით წვებოდი" (იერემია 2:20 ბ).

 

ისრაელიანებს ეგონათ, რომ მეზობლის ბალახი უფრო მწვანე იყო ვიდრე მათი. მალე მათ ღობის მეორე მხარეზე აღმოჩნდნენ, სადაც დაიწყეს კერპების და ცრუ ღმერთის-ბაყალის თაყვანისცემა. მათ თავიანთ შვილებს ცრუ ღმერთს მოლოქს სწირავდნენ  მსხვერპლად ცეცხლზე. ოცდამერვე მუხლში წერია, რომ მათ იმდენი ღმერთები ჰყავდათ, რამდენი ქალაქიც არსებობდა ქვექანაში. მათი სექსუალური პრაქტიკა ამორალური იყო, ხოლო საქმიანი კი უპატიოსნო. ღმერთმა ბრძანა: "საკმარისია." თავიდან მათი საქციელი უვნებლად გამოიყურებოდა. ისევე როგორც ჩხრიალა გველის წიწილა. ვერ გაიგებ, როდის დაგესხმება თავს და გიკბენს. ვერ გაიგებ, როდის გაიმარჯვებს  შენზე და თავს დიდ განსაცდელში როდის აღმოაჩენ. მისწრაფება ისეთ რამესთან, რაც არ შეესაბამება ღმერთის სტანდარტებს, დაგაყენებთ სახიფათო გზაზე, რომელიც უბედურებასთან მიგიყვანთ.

 

მეორე საფრთხე - უღმერთო ლიდერების მორჩილება უღმერთო ცხოვრებამდე მიგიყვანს

ეს ზუსტად ის არის, რაც გააკეთა ისრაელმა ერმა. ისინი მოთმინებას გამოხატავდნენ იმ უღმერთო ლიდერების მიმართ, რომელთა თანამდებობაც სრული ღვთის მოშიშებას ითხოვდა. "მღვდლები არ კითხულობენ: "სად არის უფალი?" და რჯულის დამჭერნი არ მიცნობდნენ მე, და მწყემსნი დანაშაულს ჩადიოდნენ ჩემს წინაამღდეგ, წინასწარმეტყველნი ბაყალის სახელით წინასწარმეტყველობდნენ და ურგებებს ედევნებოდნენ." (იერემია 2:8).

ისრაელიანები იყვნენ ერი, სადაც რელიგიური ლიდერები არ ეძებდნენ ღმერთს. მსაჯულები არ იცნობდნენ ღმერთს და მის მორალურ პრინციპებს. მეფეები უჯანყდებოდნენ ღმერთს და მისი სამეფოს ნაცვლად თვისას აგებდნენ. მღვდლები ქადაგებდნენ ბაყალის თეოლოგიას და არა ღვთის სიტყვას. რადესაც უღმერთო ლიდერებს მივყვებით, ადრე თუ გვიან მათი ცხოვრების გზას დავადგებით.

 

მესამე საფრთხე - პირველ ადგილზე ღმერთის მაგივრად საკუთარი თავის დაყენება დამარცხებისათვის მომზადებას ნიშნავს

ისრაელიანებმა გადაწყვიტეს, რომ მათი გზები ღმერთის გზებზე უკეთესი იყო.

"რადგან ორი სიბოროტე ჩაიდინა ჩემმა ერმა: მე, ცოცხალი წყლის წყარო, დამტოვეს, რათა თავიანთთათვის ამოეკვეთათ ჭები, დაბზარული ჭები, რომლებიც ვერ დააკავებდნენ წყალს." (იერემია 2:13).

ისრაელიანებს შეეძლოთ სასიამოვნო ცივი წყლის წყარო აერჩიათ, და არ დათანხმებულიყვნენ გაცვეთილი ცისტერნის ბინძური და შეგუბებული წყლის გამოყენებაზე. მაგრამ მათ თავისი გზებით სიარული და საკუთარი საქმეების თავისი ნებით მართვა აირჩიეს.

პირველ ადგილზე ღმერთის მაგივრად საკუთარი თავის დაყენება დამარცხებისათვის მომზადებას ნიშნავს.

 

მეოთხე საფრთხე - მონანიებაზე უარის თქმის შედეგი გულგრილობაა

ისრაელელებმა თავისი შეცდომების აღიარება და ცოდვების მონანიება არ ისურვეს. შედეგად, ისინი გულქვა ადამიანებად იქცნენ და ღვთის წინაშე დაუმორჩილებელ ცხოვრებას განაგრძობდნენ. საბოლოო ჯამში ღმერთი გააძევებს ისრაელ ერს თვისი ადგილსამყოფელიდან, იმიტომ რომ მათ მასთან დაბრუნებაზე  უარი თქვეს.

"... ზურგი მაქციეს მე და არა პირი." (იერემია 2:27 ბ).

რა მოხდა მათი ბოროტების შედეგად? იერემიას წიგნის 37- ე თავში წერია, რომ ღმერთმა დაუშვა ბაბილონის მმართველების იერუსალიმის წინაამღდეგ გამოსვლა. ისინი გარშემოერტყნენ ქალაქს და ბოლოს და ბოლოს დაიპყრეს ის. თავისი დაუმორჩილებლობის გამო იუდეის მეფე ტყვედ აიყვანეს. მას თავისი შვილების სიკვდილით დასჯის ყურება დააძალეს, თვალები ამოთხარეს და სიცოცხლის ბოლომდე საპყრობილეში ჩაკეტეს. იერუსალიმში მყოფი სასახლე  საძირკველამდე დაწვეს; მოსავალი გაანადგურეს; მრავალი ოჯახი ამოძირკვეს. ხალხის უმეტესობა ბაბილონში გააძევეს და იქ მონებად აქციეს.

 

მეხუთე საფრთხე - ცოდვას აქვს შედეგები

შესაძლოა ეს დღეს ან შემდეგ კვირაში არ გამომჟღავდება, მაგრამ ცოდვას შედეგები გააჩნია.

"... გაიგებ და დაინახავ, რა ცუდი და მწარეა, რომ დატოვე უფალი, შენი ღმერთი." (იერემია 2:19 ბ).

ჩვენ შეიძლება შეცდომით ვიფიქროთ, რომ, რადგანაც არცერთი ჩვენთაგანი უნაკლო და წმინდა არ არის, და, ასე თუ ისე,  ჩვენ ყველანი დაავადებულნი ვართ ამ ამორალული ავადმყოფობით, რომელსაც ბიბლია "ცოდვას" ეძახის, ხოლო ღმერთი კი სიყვარულით აღსავსე მამაა, ამ ყველაფერს ისეთი დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. ის არ მიაქცევს ყურადღებას ჩვენს პატარა შეცდომებს. სამწუხაროდ, საქმე უფრო სერიოზულია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ძლიერად ვუყვარვართ, მისი სიწმიდის და სიმართლის გამო, მას არ შეუძლია ცოდვასთან ახლოს ცხოვრება. როგორც გამოთქვეს წინასწარმეტყველებმა აბაკუმმა და ესაიამ: "სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა." (აბაკუმი 1:13); "რადგან თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ ერთმანეთისგან თქვენ და თქვენი ღმერთ, და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა." (ესაია 59:2).

 

ჩესლავ ბასსარა ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; www.proword.eu)

 

ჯეიმს ნ. სპერჯენი:

სამსახური - თქვენი არჩევანია; მსახურება კი - ქრისტეს მიერ მოწოდება. სამსახურში თქვენ ელით, რათა მიიღოთ; მსახურებაში თქვენ ელით, რათა გასცეთ. სამსახურში თქვენ იძლევით, რათა დაგიბრუნდეთ; მსახურებაში აბრუნებთ, რაც ოდესღაც მოცემული იყო. სამსახური თქვენს უნარებზეა დამოკიდებული; მსახურება დამოკიდებულია ღმერთისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე.

თქვენ დაჯილდოვდებით კარგად შესრულებული სამსახურით; კარგად შესრულებული მსახურებით განდიდდება იესო ქრისტე.

"ღვთის სიტყვის უწყება" არის მსახურება, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ განვადიდოთ ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე!

საიტის მასალის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ გვეთანხმებით, რომ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ მამას და აიღებთ პასუხისმგებლობას არ შეცვალოთ ტექსტების კონტექსტი. ნებადართულია გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას მოპოვებული მასალების წყარო: www.proword.eu ("ღვთის სიტყვის უწყება"- მისიის "ბავშვთა ერთობის საზოგადოების" ბიბლიის შესწავლის საერთაშორისო სამსახურია).